18 წლის გოგომ ქალიშვილობა ინტერნეტ-აუქციონზე 10 000 ევროდ გაყიდა – რა მოხდა ვაჭრობის შემდეგ 

18 წლის რუმინელმა ალინა პერჩამ, რომელმაც თავისი ქალწულობა ინტერნეტ-აუქციეონზე გაყიდა 10 000 ევროდ, თანხის ნახევარი შეიძლება დაკარგოს. საქმე ისაა, რომ ეს არაჩვეულებრივი გარიგება გერმანიაში მოხდა, სადაც პროსტიტუციაზე საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტს შეადგენს. ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, სტუდენტმა გოგონამ დასვენების დღე 45 წლის, ვინმე იტალიელ ბიზნესმენთან ცენეციის ფეშენებელურ სასტუმროში გაატარა. გარიგების პირობების თანახმად წყვილს სექსი კონტრაცეპტივების გარეშე უნდა ჰქონოდა. საგადასახადო სამსახურმა „აუქციონი“, უბრალოდ, სხეულით ვაჭრობად ჩათვალა. საკუთარი სხეულით ვაჭრობა გერმანიაში ნებადართულია 2001 წლიდან. გერმანელ მეძავებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა, პენსია, საკუთარი პროფკავშირიც კი. კანონით, დანაშაულია ადამიანებით ვაჭრობა და იძულებითი პროსტიტუცია, ისევე, როგორც საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდება. აი, ალინა პეჩკას კი, რომელიც გერმანიაში უმაღლეს განათლებას იღებს, სტუდენტის ვიზა უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში გერმანიის ტერიტორიაზე იმუშაოს, მეძავადაც კი… ამიტომ, შესაძლებელია, გოგონას ფულის ნახევარზე მეტის გადახდა ხაზინის სასარგებლოდ მოუწიოს. მას, საშემოსავლოს გარდა, შეიძლება დღგ-ც გადაახდევინონ, რაც თანხის 19 პროცენტს შეადგენს.

მსგავსი სტატიები