8 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი (2018 წელი)

ვერძი. ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უფრო სწორად, ხშირად ზუსტად ისე ხდება, როგორც არ გვინდა, რომ მოხდეს. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგეთავისებინათ და არ დაგეტანჯათ თავი. არა უშავს თუ ამჯერად არ გამოვიდა, სხვა დროს გამოვა. მთავარია, ოპტიმიზმით უყუროთ მომავალს.

კურო. დღეს ენერგიის სერიოზული ხარჯვა გელით. არ ღირს დიდი ხნით ყოფნა ხალხმრავალ ადგილას. პირადი ურთიერთობები დალაგდება. აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ და თავად გააკეთეთ საჭირო მობოდიშება. არ არის სექსისთვის შესაფერისი დღე, განსაკუთრებით ქორწინების გარეშე.

ტყუპები. ეს ძალიან არახელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად და ნებისმიერი ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად. შეეცადეთ ერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. თქვენი დაკვირვებულობა და საღი აზრი დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ დღის ნეგატიურ ტენდენციებს. ახლობელი ადამიანის კომპანია კი უსიამოვნებებს დაგავიწყებთ.

კირჩხიბი. პირად სფეროში წარმოშობილი პრობლემები მთლიანად დაგაწვებათ მხრებზე. მართებული პასუხს ადვილად იპოვით თუ საყვარელ ადამიანთან ერთი-ერთში დარჩებით. დღეს შეძლებთ თავი შეიკავოთ დაუფიქრებელი ხარჯებისაგან. ფინანსური საქმეები არც ისე კარგად განვითარდება. ისწავლეთ ეკონომია.

მსგავსი სტატიები