” ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ…”

” მე, იპოლიტე ალექსანდრეს ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების (ნარდში) წინაშე დავიცვა მოთამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი.
1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ – მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს!
2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო!
3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს. ჩემს სასარგებლოდ არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია.
4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში.
5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე.
6. ერთხელ და სამუდამოდ ვადასტურებ, რომ კირაცა და მარიკაც ( ღირსეული მეტოქეები ნარდში) ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან ! ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის!
ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ. რაზეც ხელს ვაწერ
იპ. ხვიჩია,
19. 11. 78 წელი.


loading...

P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს
თქვენი ბაბუ “

loading...

მსგავსი სტატიები