ამ ბიჭებმა ანგარიში მოითხოვეს, მაგრამ ამის მაგივრად ამ ოფიციანტმა ეს წერილი მოუტანა… ცრემლებს ვერ ვიკავებ

გოგონას საქციელმა და შემდეგომ რაც მოხდა, ათასობით ადამიანს ცრემლი მოჰგვარა.
 24 წლის გოგონა პატარა ქალაქიდან შტატ ნიუ-ჯერსიდან ნამდვილი გმირი გახდა ათასობით ადამიანისთვის.არა, ოფიციანტმა ლიზ ვუდვარმა(Liz Woodward)არც ვინმე იხსნა სიკვდილისგან, არც რაიმე შესწირა ვინმეს საკუთარი და არც რაიმე სასწაული გამოუგონია, მან უბრალოდ ანგარიში მიუტანა სადილად შემოსულ ორ მეხანძრეს.

ივლისის ბოლოს ორი მეხანძრე შევიდა იმ სადღეღამისო კაფეში სადაც ლიზი მუშაობს.
ტიმ იანგი და ტომ ჰალინგსი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სასადილოდ შევიდნენ კაფეში.ქალაქი პატარაა და თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს, ლიზიმ იცოდა, რომ მამაკაცები 12 საათის განმავლობაში აქრობდნენ ხანძარს, რომელიც საწყობს გაუჩნდა და მეხანძრეები გადაქანცულები იყვნენ.

მეხანძრე-მაშველებმა ისადილეს და გოგონას ანგარიში მოსთხოვეს.ვუდვარდმა მათ ქვითარი მოუტანა, თუმცა ციფრების მაგივრად იქ სულ სხვა რამ ეწერა:
“სადილი დღეს ჩემზეა, მადლობა იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მაშველები ხართ და სადაც არ უნდა იყოთ, მზად ხართ ნებისმიერ წუთს მოხვიდეთ ჩვენს დასახმარებლად.ეჭვი არავის ეპარება, რომ თქვენ ვაჟკაცები და ძლიერები ხართ!მადლობა თქვენ ყოველდღიური შრომისთვის!”
მეხანძრეები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, მათ ცრემლები ვერ შეიკავეს, აღფრთოვანებულებმა ქვითარს ფოტო გადაუღეს და “ფეისბუქზე” დადეს.ტიმმა პატარა ქალაქის მოსახლოებას მოუწოდა მისულიყვნენ ამ პატარა კაფეში და შესაძლებლობის ფარგლებში გოგონასთვის “ჩაი” დაეტოვათ.

მსგავსი სტატიები