“ჩემი ცხოვრების ქალი ჯერ კიდევ არ მიპოვნია” – 82 წლის ალენ დელონი

ფრანგულმა ჟურნალმა 82 წლის მსახიობ ალენ დელონთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

„ცხოვრებას ჩემთვის მეტი არაფერი მოუტანია. უკვე ყველაფერი ვნახე, მთელი ცხოვრება გავლიე….ყველაფერი ყალბია, პატივისცემა აღარ არსებობს, არავინ ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა. ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. ვიცი, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე დავტოვებ,” – ამბობს მსახიობი.

ამავე ინტერვიუში ალენ დელონმა პირად ცხოვრებასა და ოჯახთან დაკავშირებით რთულ ურთიერთობაზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, ძაღლები განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მის ცხოვრებაში. კითხვაზე, იპოვა თუ არა მან ცხოვრების თანამგზავრი, ალენ დელონმა უპასუხა, რომ “იგი” ჯერ კიდევ არ უპოვია.

“არ ვამბობ, რომ საკმარისი კანდიდატები არ მყავს. თითქმის ათეულია, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე არცერთ მათგანთან ცხოვრება არ მსურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავქორწინდები, თუ იგი მზად იქნება მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროს,” – განმარტავს დელონი. მსახიობის თქმით, მისი კარიერა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მსგავსი სტატიები