დაუშვებელია, რომ… – რისი გაკეთება არ შეიძლება 31 დეკემბერს და პირველ იანვარს

ახალი წელი ასაკის განურჩევლად ყველას საყვარელი დღესასწაულია. ჩვენ გაგაცნობთ იმ მინიშნებებს, რაც ახალი წლის დღეებში რა არ უნდა გააკეთოთ, რომ მთელი წელი ბედნიერად და წარმატებულად გაატაროთ. ნუ დააიგნორებთ წინაპრების რჩევებს, მათ თქვენთვის სიკეთის მოტანა შეუძლიათ. აი, რამდენიმე წესი, რაც 31 დეკემბერს და პირველ იანვარს უნდა გაითვალისწინოთ და არ გააკეთოთ.

არ შეიძლება ახალი წლის შეხვედრა ვალებით და ცარიელი ჯიბეებით.

ახალი წლის დადგომამდე და დადგომიდან რამდენიმე ხანში არ შეიძლება: რეცხვა, დალაგება, გამოხვეტვა.

ახალი წლის ღამეს სახლიდან ნაგავი არ უნდა გაიტანოთ.

ნუ შეხვდებით ახალ წელს დაულაგებელ სახლში.

ახალ წელს არ შეიძლება ღილების დაკერება.

31 დეკემბერს და პირველ იანვარს არ შეიძლება ფეხსაცმლის შეძენა ან შეკეთება.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ტანსაცმლის გადაყრა.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ყვირილი და ჩხუბი.

ახალი წლის შემობრძანებას არ უნდა შეხვდეთ მარტო.

დაუშვებელია, რომ ახალი წლის ღამეს სუფრა ცარიელი იყოს.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება, რომ სუფრასთან მხოლოდ ქალები ისხდნენ.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ჭურჭლის მტვრევა.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება თმისა და ფრჩხილების შეჭრა.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება თავის დაბანა.

ახალ წელს არ უნდა შეხვდეთ ძველ სამოსში.

არ შეიძლება შავი ფერის სამოსის ჩაცმა.

საახალწლოდ არ შეიძლება წიგნების ჩუქება.

არ შეიძლება ბინაში მეკვლედ ქალის შეშვება.

არ შეიძლება გინება და უწაწური სიტყვების თქმა.

თუ სურვილის ჩაფიქრებას აპირებთ, ის არ უნდა იწყებოდეს “არა…” ნაწილაკით. მაგალითად, “არ მინდა ავად გავხდე”, თქვით: “მინდა ვიყო ჯანმრთელი”.

საახალწო სანთლები ბოლომდე უნდა ჩაიწვას. ნახევრად დამწვარს ნუ გადაყრით.

არ შეიძლება, რომ არ აკოცოთ ნათესავებს.

არ შეიძლება, რომ ახალი წლის მილოცვა საჩუქრის გარეშე. 1 ცალი კანფეტი მაინც იყოს “საჩუქარი”.

ახალი წლის ღამეს არ შეიძლება ტირილი.

დაბოლოს, არ შეიძლება ახალი წლის დღესასწაულის არ აღნიშვნა.

ახალი წელი სასწაულებთან და ჯადოსნურობასთან ასოცირდება. ნუ მოიკლებთ იმ სიამოვნებას, რომ დაიბედოთ სიხარული და სიამოვნება. გახსოვდეთ, როცა სასწაულების აღარ გვჯერა, სამყარო ძალიან მოსაწყენი ხდება.

მსგავსი სტატიები