ძალადობა ოჯახში – ცოლის და რძლის ცემის ბრალდებით პოლიციელი ძმები დააკავეს!

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა 11 აპრილს, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ახალციხეში ორი პოლიციელი დაკავეს. ერთს ბრალადად ედება ძმის ცოლისა და მცირეწლოვანი ძმის შვილის ცემა, მეორეს კი – ცოლის ცემა. დაკავებული პოლიციელები ძმები არიან. მათ უკვე შეეფართად წინასწარი პატიმრობა.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლესა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ქალის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.


loading...

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო

loading...

მსგავსი სტატიები

loading...