“იგი 4 შვილის მამა იყო” – პრეზიდენტის განცხადება ბარნოვზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ!(პირდაპირი ეთერი)

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. აღნიშნულ მკვლელობაში ბრალდებული გასულ წელს პრეზიდენტმა შეიწყალა და სწორედ ამ საკიტხზე გაკეთდა პრეზიდენტის მხრიდან განმარტება:

„საზოგადოებაშეძრწუნებულია იმ საშინელი მკვლელობის გამო, რომელიც თბილისში მოხდა, ჩვენთვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოაგდოებას გაუჩნდა კითხვები, სრულიად ლეგიტიმურად, საზოაგდოება ითხოვს ახსნას და ჩვენ მზად ვართ ამ შემთხვევაში ყველა კიტხვას ვუპასუხოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშრებით ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციები უნდა მოგაწოოდო


loading...

2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა ჩაიდანა ძალადობის აქტი, თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4-თვე ნახევრის შემდეგ ჩადენილი ავარიის გამო იქნა დაპატიმრებული, ამ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და თხოცვნა უარყოფილი იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, მათ შორის სამედიცინო დასკვნა, რომელზეც არ არის მითტებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე, თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ 4 შვილის მამა იყო, თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე, ერთადერთი დეტალია რომელშიც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ“, – განაცხადა გიროგი მარგველაშვილმა.

loading...

მსგავსი სტატიები

loading...