„ხუთვარსკვლავიანი ციხე“ საიდანაც გამოსვლა არ მოგინდებათ

ნუ გაგიკვირდებათ და ამ ქვეყანაში პრინცებსაც აპატიმრებენ, თანაც – მილიარდერ პრინცებსაც.
მაგალითად, 2017 წლის ბოლოს საუდის არაბეთის 11 პრინცი დააპატიმრეს, მათ შორის – მილიარდერი იბნ თალალა.


loading...

ქვეყნის კორუფციასთან ბრძოლის უზენაესმა კომიტეტმა, პრინცებთან ერთად, რამდენიმე მოქმედი მინისტრის დაკავების სანქცია გასცა. მათ ბრალად ედებათ კორუფციული გარიგებები. კერძოდ, ერთ-ერთ პრინცს ბრალად წაუყენეს იარაღის არაკანონიერი გაყიდვის შესახებ გარიგება, მეორეს – არარსებული კონტრაქტების გაფორმება, მესამეს – ფულის გათეთრება და ა.შ. საუდის არაბეთის მეფის სალმანის ბრძანებით შექმნილი კომიტეტი უფლებამოსილია, ჩაატაროს გამოძიება, გასცეს დაკავების ორდერი და ქვეყნის დატოვება აუკრძალოს ეჭვმიტანილებს.

მალე მსოფლიო მედიაში გამოჩნდა იმ ადგილის ამსახველი ფოტოები, სადაც დაპატიმრებულები გადაიყვანეს.
როგორც გაირკვა, ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რიც კარლტონია“, რომელიც სპეციალურად პატიმრებისთვის დაჯავშნეს და შენობაში არავის უშვებენ.

ხელისუფლების თქმით, პრინცების ჩვეულებრივ ციხეში მოთავსება მათი ღირსებისთვის დამამცირებელი იქნებოდა.

loading...

მსგავსი სტატიები