მარკ ცუკერბერგი: Facebook-ზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება

Facebook-ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და სოციალური ქსელის ახალ სტრატეგიაზე საუბრობს. ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება სარეკლამო პოსტების რაოდენობა, ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კონტენტის წილი კი გაიზრდება.

“მომხმარებლების უკუკავშირის შედეგად დავადგინეთ, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტები: ბიზნესების, ბრენდებისა და მედიის მიერ – მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიერ განთავსებულ ფოტოებსა თუ სტატუსებს ჩრდილავს”, – ნათქვამია პოსტში.

ცუკერბერგის აზრით, უახლოეს მომავალში ფეისბუქზე გატარებული დრო შემცირდება, მაგრამ ეს დრო ბევრად უფრო ხარისხიანი იქნება.

“ჩვენთვის მთავარი ადამიანებს შორის ინტერაქციაა”, – ნათქვამია პოსტში.

წყარო

მსგავსი სტატიები