ოქროს წესი იმისთვის, რომ ცხიმის შხეფებით გაზქურა არ დავსვაროთ!

ცხიმის შხეფების სიმწარე, ალბათ, ყველა დიასახლისს გამოუცდია. ამ დროს ხომ არა მარტო გაზქურა, სამზარეულოს კედლები და იატაკი ლაქავდება. ცხიმი შეიძლება კანზეც მოგხვდეთ და სერიოზული დამწვრობაც მიიღოთ…


loading...

არსებობს მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას თავიდან აგაცილებთ. ამასთანავე, ეს პატარა ეშმაკობა შემწვარ კერძს მშვენიერ ოქროს ფერსა და განუმეორებელ გემოს მიანიჭებს. სცადეთ ხორცის, ქათმის, თევზის, კვერცხის თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტის ამ მეთოდით შეწვა და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

იმისთვის, რომ ცხიმმა არ „იხტუნაოს“, ტაფაზე დასხმის შემდეგ, ოდნავ რომ შეთბება, ზედ დააყარეთ ხორბლის ფქვილი სულ მცირე რაოდენობით, კარგად აურიეთ ერთმანეთში. როცა ეს მასა გაცხელდება და ოქროსფერი გახდება, შეგიძლიათ ზედ შეწვათ, რასაც მოისურვებთ: ხორცი, თევზი, ქათამი, კვერცხი…

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტოკოლაჟს:

 
loading...

მსგავსი სტატიები