პლანეტის ყველაზე მძიმეწონიანმა ქალმა 403 კილო დაიკლო!

ცოტა ხნის წინ მაირა როსალესი ნახევარ ტონას იწონიდა, ვერ გადაადგილდებოდა, დღეში 5 ტორტს, 3 ჩიზქეიქს, 5 დიდ პიცას და აურაცხელი რაოდენობით ჰამბურგერს ჭამდა. თუმცა ცხოვრებაში მომხდარმა ტრაგედიამ მაირა აიძულა, საკუთარი თავი შეეცვალა…

საქმე ის არის, რომ მაირას 2008 წელს დისშვილი დაეღუპა. ბიჭის სიკვდილის მიზეზი თავზე მიღებული მძიმე ტრავმა გახდა. მაირა ბავშვის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა – პოლიციას უთხრა კიდეც, რომ შემთხვევით გადააწვა ბავშვს და გაგუდა. თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ ბავშვის სიკვდილში დამნაშავეა დედა – მაირას და, რომელსაც სასჯელად შეუფარდეს კიდეც პატიმრობა.

მაირა ხვდებოდა, რომ ოჯახის მოვლა საკუთარ თავზე უნდა აეღო და უდედოდ დარჩენილი დანარჩენი დისშვილების ნორმალურ ცხოვრებაზე ეზრუნა.

პირველი ოპერაციით ქალმა ზედმეტი მასის დიდი წილი მოიცილა და უკვე მოძრაობა შეძლო.
ამას კუჭის დაპატარავების ოპერაცია მოჰყვა.
ამის შემდეგ უკვე ვარჯიში დაიწყო და თითოეული დაკლებული კილოგრამი მისთვის სტიმულად იქცა.
მაირა საკუთარ სიყვარულსაც შეხვდა.

ეს არის მაგალითი იმისა, რომ არასოდეს თქვა არასოდეს!

მსგავსი სტატიები