ქივანჩ თათლითუღს ცოლმა ტუბას კოცნა აუკრძალა

ახალი თურქული სერიალი „Cesur ve Güzel“ რომელმაც ბევრ ქვეყანაში პოპულარობა უკვე მოიპოვა, თაყვანისმცემლებს უკვე საქართველოშიც იკრებს. ეს გასაკვირი არცაა, იმიტომ რომ გარდა საინტერესო სიუჟეტისა, ამ სერიალის მთავარი კოზირი მასში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები არიან. ტუბა ბუიუკუსტუნი და ქივანჩ თათლითუღი – ეს ის ვარსკვლავური დუეტია, რომელიც სერიალში შეყვარებული წყვილის როლს ასრულებს.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სერიალი თურქეთის Star TV-ზე გადიოდა, მის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც აღმოჩნდა სერიალის ბოლო ეპიზოდებში შემცირებულია ის სცენები, სადაც მთავარი გმირები ერთმანეთს კოცნიან. თურქული ყვითელი მედია წერს, რომ ამის მიზეზი ქივანჩ თათლითუღის მეუღლე ბაშარ დიზერი გახდა. მან საკუთარ ქმარზე და ცოტა ხნის წინ განქორწინებულ ტუბაზე იეჭვიანა.


loading...

თურქული მედიის ინფორმაციით, თავად თათლითუღი უარყოფს იმ ფაქტს, რომ კოცნის სცენების შეზღუდვა მისი ცოლის მიზეზით მოხდა. „ვღელავ, როცა გადასაღებ მოედანზე ტუბას ვკოცნი“- განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი სერიალიდან ამ სცენების შემცირების.

თუმცა დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ქივანჩ თათლითუღს სერიალის დასაწყისში თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის კოცნის დროს უხერხულობა და მღელვარება არ აწუხებდა, ბოლო სერიებში კი მას თითქმის მეგობრულად კოცნის.

loading...

მსგავსი სტატიები