“როდის მოიყვან ცოლს?” – ამ შეკითხვის გამო 28 წლის მამაკაცმა მეზობელი ქალი გაგუდა

შემზარავი მკვლელობა მოხდა ინდონეზიაში.

მკვლელობის მოტივი, ერთი შეკითხვით უწყინარი შეკითხვა გახდა.


loading...

საქმე იმაშია, რომ 28 წლის ფაის ნურდინმა მისი მეზობელი, 32 წლის აიშე იმიტომ მოკლა, რომ შეაწუხა კითხვით, როდის დაოჯახდებოდა.

ნურდინის თქმით, 19 იანვარს, სახლის წინ იჯდა, როცა აიშე გამოელაპარაკა და ჰკითხა, როდის აპირებდა ცოლის მოყვანას.

შემდეგ კი განუწყვეტლივ უმეორებდა მისთვის არასასიამოვნო კითხვას, რამაც კაცი წყობიდან გამოიყვანა.

გაბრაზებული ნურდინი ამავე დღეს მეზობელის სახლში შევიდა. ქალმა ის სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა და შემდეგ საძინებელში გავიდა. ნურდინი მას უკან გაჰყვა, ლოგინზე მიიმწყვდია და შიშველი ხელებით გაგუდა. შემდეგ კი გაიქცა. თუმცა პოლიციამ რამდენიმე საათში იპოვა.

წყარო

 

loading...

მსგავსი სტატიები