როგორ შევამოწმოთ იმ პროდუქტის ხარისხი, რომელსაც ყოველდღე მივირთმევთ?

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ გაარკვიოთ, ახალია თუ არა პროდუქტი, კვებავდნენ თუ არა ჰორმონალური დანამატებით, შეიცავს თუ არა ნიტრატებს და ა.შ. ამისთვის ხელმისაწვდომ და მარტივ მეთოდებს გთავაზობთ…

 ქათამი
ქათმის ხორცი დრეკადი და ვარდისფერი უნდა იყოს, ყვითელი ტონალობა მის ხანდაზმულობაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი ხაზები იმის მაჩვენებელია, რომ მას ჰორმონალური დანამატებით კვებავდნენ.

ხაჭო 

ერთი წვეთი იოდი საკმარისია, რათა შევიტყოთ, არის თუ არა ხაჭოში სახამებელი ანდა მცენარეული ცხიმები. თუკი ხაჭოს ეს დანამატები აქვს, მაშინ ის გალურჯდება.

თაფლი 

დააკვირდით, როგორ მოწვეთავს თაფლი კოვზიდან. ნატურალური ელასტიკური ძაფის სახით მოდის და ძირში რგოლებს აკეთებს. სუროგატი კი წყდება და გუბედ იღვრება.

არაჟანი 

იმის გასაგებად, არაკეთილსინდისიერმა მწარმოებელმა არაჟანში გაურია თუ არა მცენარეული ცხიმები, ის ცხელ წყალში უნდა გავხსნათ. ცუდი  პროდუქტი ფიფქებად იშლება, ნამდვილი კი თანაბრად იხსნება.

მსგავსი სტატიები