როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალიტები კობი-გუდაურის მონაკვეთზე მონიტორინგს აგრძელებენ.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სპეციალიტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა და 24 საათიანი მონიტორინგი.

მონიტორინგის მიზნით,სპეციალიტებთან ერთად სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იმყოფება.

მეტეოროლოგიური პირობების გართულების შემთხვევაში სპეციალიტების მიერ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები.

სინოპტიკოსების ინფორმაციით 13 იანვარს საქართველოში ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი.

მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვა, 13 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 13 იანვარს +4, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მსგავსი სტატიები