“საქართველოს აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!”- ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც 2017 წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს

2017 წელს საზოგადოებამ გაიცნო რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა,

რომელთათვისაც 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ მათ.

დღეს ამ გოგონას სახელი ყველამ იცის არა მარტო საქართველოში, არამედ გერმანიაშიც. ნათია თოდუასთვის 2017 წელი წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა. 21 წლის გოგონა გერმანული “ახალი ხმის” გამარჯვებული გახდა და საკუთარი თავი და ქვეყანა მსოფლიოს გააცნო.

“ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა შოკში ჩავვარდი და ახლაც
ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან” – ამბობს ნათია თოდუა.

კოლუმბიის საინჟინრო სკოლის სტუდენტმა, 22 წლის გიორგი მჭედლიშვილმა, 12-კაციან გუნდთან ერთად, სრულიად ახალი, მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა და NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა
“გრიფონი” არის სახელი იმ მომავალი კომერციული თვითმფრინავის მოდელისა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი. გასულ სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა გამაცნო NASA-ს გამოწვევა და მითხრა, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა ამ გამოწვევაში მონაწილეობას და შემომთავაზა, ერთად გვემუშავა პროექტზე. ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს, რადგან გვჯეროდა, რომ არსებობდა თეორიული შანსი – წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში.

“გრიფონზე” 12-კაციანი ჯგუფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკის და აეროდიზაინის. მე და ილონ გორდონი ძრავის გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. უშუალოდ ვმუშაობდი ძრავაში წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ წვის გაუმჯობესების შედეგად მავნე ნივთიერებების გამოშვება 80%-ზე მეტით შევამცირე და, შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, წვის სისტემის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა 50-60%-ით შეგვემცირებინა საწვავის მოხმარება.

მსგავსი სტატიები