შემზარავი ფაქტი – რა უქნა მეუღლემ 9 თვის ორსულ ცოლს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.თ. რუსთავში დააკავეს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს – 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-ს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ რ.თ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სტატიები