სიმსუქნე ბავშვებში – დამნაშავე ანტიბიოტიკები?

ამერიკელი მკვლევარები გვაწვდიან ბავშვებში სიმსუქნის განვითარების მიზეზის საინტერესო და მოულოდნელ ახსნას – ახალშობილების საკმაოდ ადრეულმა ნაცნობობამ ანტიბიოტიკებთან შეიძლება დაარღვიოს ცხიმების შეწოვის პროცესი ნაწლავებში საკვების მონელების დროს.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან,რომ ბავშვთა სიმსუქნის მიმდინარე ეპიდემია მნიშვნელოვანი ხარისხით შეიძლება განპირობებული იყოს ანტიბაქტერიული პრეპარატების გვერდითი ეფექტით-მათი ზემოქმედებით მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ბინადრობენ ბავშვების ნაწლავებში.

ექსპერიმენტის დროს თაგვებში დაბადებიდან 30 დღის განმავლობაში რეგულარულად შეყავდათ ანტიბიოტიკების დაბალი დოზები.როდესაც თაგვები გაიზარდნენ გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრეპარატის მიმღებ თაგვებში გაცილებით ხშირი იყო მეტაბოლიზმის შენელება და მიდრეკილება სიმსუქნისკენ.
ნაწლავის მიკლოფლორაზე ანტიბიოტიკების დამღუპველი ზემოქმედება იყო ძლიერი და მისი შდეგები შენარჩუნებული იქნა თვეების განმავლობაში პრეპარატის შეწყვეტიდან.
„ადამიანებში ასეთი ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს მრავალი წლის მანძილზე“- ამტკიცებს კვლევის ერთერთი თანაავტორი პროფესორი მარტინ ბლეიზერი.

„თუ ბავშვი სერიოზულად ავადაა,რა თქმა უნდა ანტიბიოტიკებს თავს ვერ ავარიდებთ.თუმცა ზოგჯერ პრეპარატი ინიშნება მიდგომით – რომ ახალშობილსთვის ზიანის მომტანი მაინც არაა. სხვათა შორის ანტიბიოტიკოთერაპიის ერთი-ორი კურსი შეიძლება ატარებდეს მომავალში სიმსუქნის განვითარების საფრთხეს“-ამატებენ მეცნიერები.

მსგავსი სტატიები