“თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი დანას ზღვაში გადავაგდებდი”- გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის კომენტარი

მამიდაშვილი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სასამართლომ 18 -წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
“როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი”, – ამის შესახებ 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა, რობერტ ახალაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მას თავიდან არ ჰქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა ფოთში ჩასვლის შემდეგ, გადაწყვიტა, პოლიციაში მისულიყო.
“თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემ მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება, თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი”, – განაცხადა რობერტ ახალაიამ.
მისივე თქმით, პოლიციას თავად აჩვენა, სად ჰქონდა დამალული დანაშაულის იარაღი.
“თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყო დანა და გადავაგდებდი ზღვაში”, – განაცხადა რობერტ ახალაიამ.

წყარო


loading...
loading...

მსგავსი სტატიები

loading...