ტრანსგენდერი მოზარდის დედის საჩუქარმა საზოგადოება ორად გახლიჩა

ინტერნეტში გარცელებულმა, 14 წლის ამერიკელი ტრანსგენდერი მოზარდის ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორც გაირკვა, კორი ერიკმა ჯერ კიდევ მეხუთე კლასში განაცხადა, რომ გოგოდ ყოფნა სურდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ში ყველაზე პოპულარული ტრანსგენდერი გოგონას – ჯაზ ჯენინგის შოუს უყურა. დედამ შვილის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირდა და სქესის შეცვლის პროცედურებში მისი დახმარება გადაწყვიტა.

კორი ჩიკაგოს ერთ-ერთ კლინიკაში მოათვსეს, სადაც ექიმებმა მამრობითი სქესის ჰორმონების განვითარება შეუჩერეს და მას ესტორგენის(ქალური ჰორმონები) კურსი დაუნიშნეს. თუმცა კურსის დაწყებას დოკუმენტაციაზე მისი ტერაპევტის ხელმოწერა სჭირდებოდა, რასაც 2.5 წელი დასჭირდა. ესტორგენის პირველი დოზა კორის დედამ აჩუქა. სწორედ, ამ მომენტის ამსახველმა კადრებმა გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა, რომელიც ინტერნეტში თავად დედამ განათავსა.


loading...

ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა დედის საქციელი კატეგორიულად დაგმო და გააკრიტიკა, ნაწილმა კი მას მხარდაჭერა გამოუცხადა და საქციელი მოუწონა.

loading...

მსგავსი სტატიები

loading...