რას ნიშნავს “ვალენტინობა” და როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

ბევრი ფიქრობს, რომ ვალენტინობის დღესასწაული ღია ბარატებისა და ფუმფულა სათამაშოების გამყიდველების მოგონილია, იმისთვის რომ თავიანდთი საქონელი ამ დღეს შეყვარებულებზე გაასაღონ,  სრულიადაც არა, ამ დღესასწაულს თავისი ისტორია და ტრადიციები აქვს გადმოცემის თანახმად.


loading...

ძველ რომში, იმპერატორმა კლაიდუს მეორემ ახალგაზრდა მამაკაცებს ქორწინება აუკრძალა, რათა ცოლებს ხელი არ შეეშალათ ქმრების ჯარში გაწვევისთვის, იმპარატორი ფიქრობდა რომ სწორე ცოლები არ უშვებდნენ ომში ქმრებს და ამით ისინი ხელს უშლიდნენ ძლიერ სქესს სამშობლოს დაცვაში მაგრამ, სიყვარული ყველაფერს ამარცხებს, ადამიანები ჩუმად  ქორწინდებობდნენ და მათ ჯვრისწერაში ადგილობრივი მკურნალი და ქრისტიანობის მქადაგებელი წმინდა ვალენტინი ეხმარებოდათ. სამწუხაროდ ახალგაზრდა წყვილთა ბედნერება დიდხანს არ გაგრძელებულა, ხმებმა საიდუმლო ჯვრისწერაზე იმპერატორამდეც მიაღწია, კანონის დამღრვევი დილეგში ჩააგდეს და განუცხადეს, რომ მეორე დღესვე სიკვდილოთ დასჯიდნენ, სიკვდილის წინ ვალენტინმა სასიყვარულო ბარათი მისწერა თავის გულისსწორს და ბარათის გოგონაზე გადაცემა მოითხოვა. ეს მისი უკანასკელი სურვილი იყო. 200 წლის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ ვალენტინის კანონიზირება მოახდინა, ხოლო 496 წელს რომის პაპმა ჰელასიუსმა 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის დღედ გამოაცხადა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 14 თებერვლის აქტიურად აღნიშვნა მხოლოდ XIX საუკუნეში დაიწყეს და იქედან მოყოლებული ყოველ წელს შეყვარებულები ამ დღეს ერთმანეთს გულის ფორმის ღია ბარათებს ჩუქნიან, აწყობენ რომანტიულ შეხვედრებს,  ცოლობას სთხოვენ, ქორწინდებიან.

მაგალითად, იაპონიაში გოგონებს შოკოლად ჩუქნიან, საქმე იმაშია, რომ ამომავალი მზის ქვეყნის მამაკაცებს,  როგორც წესი ტკბილეული არ უყვართ და იქ ეს დელიკატესი  ქალურ სისუსტედ მიიჩნევა.

ინგლისში მიღებულია მკიტხაობა, გასათხოვარი გოგონები 14 თებერვალს ქუჩაში გამოდიან და ჩიტებს აკვირდებიან . რომელ ჩიტასაც პირველს დაინახავენ იმისდა მიხედვით სჯერათ, მათი საბედო მდიდარია თუ ღარიბი.

შეერთებულ შტატებში შეყვარებულები ერთმანეთს მარციპანებს, წითელ და თეთრ კანფეტებს  ჩუქნიან,შტატებში სწამთ, რომ თეთრი და წითელი ტკბილეული სიყვარულის და სიწმინდის  სიმბოლოა.

ფრანგი მამაკაცები ორიგინალურობით არ გამოირჩევიან, ისინი საყვარელ ქალებს სამკაულებს ჩუქნიან, სხვა საჩუქრები 14-ში  მათთან მიღებული არ არის.

დანიაში ერთმანეთს თეთრ, გამხმარ ყვავილებს უგზავნიან.

ესპანეთში სასიყვარულო ბარათებს  საფოსტო მტრედით აგზავნიან.

ისლანდიაში ღმერთის შვილის ოდინის საპატივცემულოდ კოცონს ანთებენ, ამ ქვეყანაში ცეცხლის ალი ვნებას განასახიერებს.

არსებობს კიდევ ერთი საერთო ტრადიცია – 14  თებერვალს ქორწილის გამართვა– ამბობენ, რომ ასეთ დროს ქორწინება  მტკიცე და ბედნიერია.

loading...

მსგავსი სტატიები